სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე უცნაური ანომალია - საზოგადოებამ ეს ბავშვი მონსტრად შერაცხა, მშობლები კი მასზე უარს მაინც ვერ ამბობენ (+18)

ინდოეთში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ცხვირი და ყურები არ აქვს, მისი თვალები კი ჩვეულებრივიზე ხუთჯერ დიდია. მისი წონა 2 კილოგრამს ცოტათი აღემატება, ექიმები კი ვარაუდობენ, რომ მას აქვს შანსები დიდხანს იცოცხლოს, რადგან ყველა შინაგანი ორგანო მწყობრში აქვს.

„მე სამშობიარო ბლოკში შუა ღამისას მომათავსეს, დილის 4 საათზე გავაჩინე შვილი და ტირილის ხმა რომ გავიგე, თავი უბედნიერესი მეგონა, თუმცა შემდეგ მისი სახე რომ ვნახე, ძალიან შემეშინდა, მსგავსი არსება ადრე არასდროს მენახა“ - ამბობს ბიჭუნას დედა.

მას შემდეგ, რაც ანომალიური მოვლენის შესახებ საზოგადიებამ გაიგო, ახალშობილის სანახავად ასობით ადამიანი მიდიოდა. ბიჭუნას მამა ფიქრობს, რომ ბავშვის ასეთი ვიზუალი ღვთის სასჯელია, თუმცა ჯერ ვერ გაიგო, რის გამო „სჯის“ მას ღმერთი.

საზოგადოებამ ეს ბავშვი მონსტრად შერაცხა, მშობლები კი მასზე უარს ვერ ამბობენ და აცხადებენ, რომ როგორც ჩვეულებრივ ბავშვს, ისე გაზრდიან: „ეს ბავშვი ღმერთმა გვაჩუქა და ჩვენ არ გვაქვს უფლება მასზე უარი ვთქვათ, დიდი მზრუნველობითა და სიყვარულით გავზრდით და მანამდე ვიქნებით მასთან, სანამ ცოცხალია“ - აცხადებს ახალშობილის მამა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100