უცნაური მოვლენა: ნახევრად ბავშვი, ნახევრად ბატკანი - რა ანომალიასთან გვაქვს საქმე?

სამხრეთ აფრიკაში მეტად უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა - ცხვარმა ნახევრად ბატკანი და ნახევრად ადამიანი შობა. სოფლის მაცხოვრებლები შოკში არიან და ფიქრობენ, რომ ან რაღაც ჯადოქრობას აქვს ადგილი, ან ზოოფილიას. მათ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მიმართეს, რათა მოვლენა შეესწავლათ.

მომხდარის შემდეგ ფერმერები შეშინებულები არიან. მოხუცები ამ არსებას ეშმაკის მოგზავნილს უწოდებენ. მისმა ფოტოებმა მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა ვეტერინარებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ბავშვთან ასეთი მსგავსებისა, ბატკანს ადამიანური გენები საერთოდ არ გააჩნია. სინამდვილეში განუვითარებელი ცხვარია, რომელსაც გარკვეული პათოლოგიები აღენიშნება და დეფორმირებული ვიზუალი მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა.

კომენტარი