11 წლის ბიჭი სამგორიდან, რომელსაც გოგონამ ორი ასლარიანი აჩუქა - გაინტერესებთ, რა გააკეთა ბიჭმა?

ეს ამბავი ფილმის სიუჟეტს უფრო გავს, თუმცა ეს რეალური ისტორიაა და ის საქართველოში მოხდა:

"11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს.
მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.
ღამე იყო, ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთა ერთად ვიჯექი.
დავინახე, ერთ-ერთ გოგონასთან მივიდა და ფული თხოვა. გოგონამ ჩანთა გახსნა და ასლარიანი გადასცა.
სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა და უცებ გამოართვა. თითქოს, იფიქრა, რომ ის ფულს უკან წაიღებდა და უცნობს ათასი მადლობა გადაუხადა.
გოგონა გაიბადრა, ჩანთიდან ამოღებული საფულე კიდევ ერთხელ გახსნა და სანდროს ისევ ასლარიანი გაუწოდა.
ბიჭმა ამჯერად იუარა, მაგრამ კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ ფული გამოართვა და გავარდა.
ყველამ გაიცინა.
გავიდა რამდენიმე წუთი და სანდრომ მას საჩუქრად დიდი ვარდები მოუტანა.
გოგონამ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ყვავილები იყო. "

კომენტარი