ბოინგი, რომელიც 20 წარმოუდგენელ სასტუმროთა სიაშია და რომლის დანახვაზეც მეტყველებას დაკარგავთ

ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა, რომელიც სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ თვითმფრინავია. თავის დროზე ეს ბოინგი ერთ-ერთ შვედურ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც 2002 წელს გაკოტრდა. 2008 წელს თვითმფრინავი სასტუმროდ გადააკეთეს და სტოკჰოლმის აეროპორტთან ახლოს გააჩერეს. მასში 29 საძინებელია. ყველაზე ძვირიანი ნომერი მფრინავის კაბინაა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

ბოინგს Jumbo Jet ჰქვია და ბევრი სტუმარიც ჰყავს. მომსახურე პერსონალი კი ბორტგამცილებლის ფორმაში არის გამოწყობილი. იქ გატარებული ერთი დღე-ღამე 136 ევრო ღირს.

კომენტარი