სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კამასუტრას სურათებით მოხატული ახალი დიზაინის ფიატი - იტალიამ +18 ავტომობილი გამოუშვა

იტალიურმა ავტოატელიემ Garage Italia Customs ახალი ფიატი 500S გამოუშვა, რომელიც გარედან კამასუტრას სურათებით არის მოხატული, ინტერიერი კი ინტიმურ განწყობას ქმნის. შიგნით მოთავსებულია სექს სათამაშოები, ფანჯრებზე ჟალუზებია დაყენებული. პროვოკაციული ნახატები ინდური "სიყვარულის წიგნიდან" ავტომობილის მთელ სხეულზეა მოფენილი. მას ძალიან მოხერხებული სახელიც შეარქვეს car-masutra. ავტომობილის პირველი ფოტოები ინსტაგრამზე დაიდო ასეთი კომენტარით:
"ვინ თქვა, რომ სექსი და სიყვარული ცოდვაა? გაერთეთ და სიყვარულით დაკავდით - ეს სულისთვისა და სხეულისთვის ძალიან სასარგებლოა".
უცნობია, თუ ვინ იყო ამ იდეის ავტორი, თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან კრეატიული ქმნილებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100