რობერტო ბრავომ“ ახალი მაღაზია გახსნა

commersant.ge

პოპულარული საიუველირო ბრენდი „რობერტო ბრავო“ საქართველოში ქსელს აფართოვებს. კომპანიამ მესამე მაღაზია „აქსის შიფინგში“ გახსნა. მაღაზიის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნული ბრენდის ნაწარმი საქართველოში დიდი მოწონებით სარგებლობს, ამიტომ კომპანიამ კიდევ ერთი მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში „რობერტო ბრავოს“ სამკაულზე ფასები 400–დან 25 ათას ლარამდე მერყეობს. ინფორმაციისთვის: „რობერტო ბრავო“ ოქროს სამკაულის იტალიური ბრენდია. მისი პირველი ფრენჩიზული მაღაზია თბილისში 5 წლის წინ გაიხსნა.


კომენტარი