სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გაეხუმრნენ იპოლიტე ხვიჩიასა და მის ცოლს მეგობრები

ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე (გადაღება რუსეთში მიმდინარეობდა) იპოლიტეს ცოლმა (ხაჭაპუროვნამ) დროულად ჩასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც მსახიობებმა გადაწყვიტეს, გახუმრებოდნენ მოყვარულ ცოლ-ქმარს.

ქალბატონმა მეგი წულუკიძემ ლუბას ტელეფონით "გაანდო": დროზე ჩამოდი, თორემ ქმარს წაგართმევენ რუსი ქალები, მის კოტეჯთან მუდმივად კიბეა მიდგმულიო. გადაირია ლუბა. დათქმულ დროზე ადრე აიღო ბილეთი და სასწრაფოდ გაემგზავრა "დანიშნულების ადგილას".

უკვე დაღამებული იყო, იპოლიტეს ეძინა, ლუბას სხვები დახვდნენ, მიიყვანეს მის კოტეჯთან და დაანახვეს ფანჯარასთან მიდგმული კიბე. თითქოს ეს არ კმაროდაო, რამდენიმე წუთში გამოჩნდა ვიღაც ქალი, თავშალმოხვეული, რომელიც ფრთხილად ჩამოდიოდა კიბეზე, თან აქეთ-იქით იცქირებოდა.

- უიმეო, - ერთი კი შესძახა ლუბამ და ქალისკენ გაიწია, სულ "ბესსოვესტნაია და გულიაშჩაია ბაბა" ეძახა იმ უცნობს, რომელიც სახეს მალავდა.

ლუბას უცებ გული გაუხდა ცუდად და იქვე ჩაიკეცა. მსახიობები ღიმილს ძლივს იკავებდნენ, მაგრამ კომიკური სიტუაციის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა და ძალიან შეწუხდნენ, იმ "რუსმა ქალმაც" გადაიძრო თავშალი. არადა ის ჩვენი ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც ინსცენირებისათვის კაბა ჰქონდა გადაცმული.

ხმაურზე იპოლიტესაც გაეღვიძა და გულშეწუხებული "ხაჭაპუროვნა" რომ დაინახა, ლამის გაგიჟდა, უსაყვედურა იქ მყოფთ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ გასართობადო? ამას რომ რამე მოსვლოდა, ხომ დაგხოცავდით ყველასო... ეს დიდი სახუმარო შეშფოთება კი მოგვიანებით კარგ ქეიფში გადაიზარდა"...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100