ლელა წურწუმია და დარვინიზმის ფუძემდებელი

მსოფლიო ისტორია მოვლენებითა და ტრადიციებით იმდენად მდიდარია, რომ ყოველი დღე დღესასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. გთავაზობთ 12 თებერვლის დღესასწაულებსა და მოვლენებს.

12 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე, რომის ანტიპაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი. ღირსი ზენონი თეოფილე ახალი პეტრე ბულგარელი წმინდა თეოდორე

ე.წ. სახუმარო კალენდრის მიხედვით 12 თებერვალი აეროპორტის დღე გახლავთ.

რაც შეეხება 12 თებერვალს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს: 1934 წელს დაიწყო ავსტრიის სამოქალაქო ომი. 1961 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსური ზონდი "ვენერა-1" გაუშვა ვენერის გამოსაკვლევად.

სამწუხარო გახლდათ 2010 წლის 12 თებერვალი, ამ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი.

12 თებერვლის იუბილარები კი არიან: ინგლისელი ბუნებისმეტყველი დარვინიზმის ფუძემდებელი, ჩარლზ რობერტ დარვინი (დაიბადა 1809 წელს), ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი (დაიბადა 1809 წელს) და ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია(დადიბადა 1969 წელს).

Droni.ge ულოცავს ლელას დაბადების დღეს.

კომენტარი