რა აღარ სურს შორენა ბეგაშვილს?

შორენა ბეგაშვილი,  ქართული ტელე-მედია სივრცისთვის,  ყოველთვის სიტყვა „ინტრიგასა და სკანდალთან“ ასოცირდებოდა, მის მიმართ მედია ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერსს იჩენდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა აღარც ინტრიგებია და აღარც ჟურნალ-გაზეთების ყდებია აჭრელებული მისი ფოტოებით.

რატომ აღარ ჩანს და რატომ ერიდება სკანდალებს ქართველი მსახიობი  ამ საკითხით „droni.ge“ დაინტერესდა და შორენა ბეგაშვილს გაესაუბრა.

რატომ არ ჩანხარ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე და რატომ აღარ არის სკანდალები შორენა ბეგაშვილის ირგვლივ?

არვიცი, ალბათ იმიტომ, რომ აღარ მინდა ჩემი მიზეზით გაიყიდოს ჟურნალ-გაზეთები.

მარტო ესაა მიზეზი, თუ პირადმა ცხოვრებამ განაპირობა ის, რომ აღარ გინდა „გჭორავდნენ“?

დიახ ეს მთავარი მიზეზია, მაქვს პირადი ცხოვრება და არ მინდა ამ ყველაფრის გამოაშკარავება, ამიტომაც ვცდილობ  წყნარად ვიყო და პრესა და ტელევიზია ჩემზე არ ვაჭორაო.

ანუ შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია და ბედნიერად გრძნობს თავს?

უბედობას არ ვუჩივი ჯერჯერობით და თბილად და ტკბილად ვგრძნობ თავს

და ვინ არის შორენა ბეგაშვილის რჩეული?

მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა ამაზე საუბარი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ცნობილი სახე არ არის, და რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარია, რომ კარგად ვგრძნობ თავს.

რას საქმიანობ ამჟამად?

ახალ არხზე სადღაც ერთი კვირაა დაიწყო სერიალი „ქეთი და კოტე“, რომელშიც ვთამაშობ, ასევე სულ მალე განახლდება „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „იღბლიანი ბორბალი, რომელსაც მე და ვანიკო თარხნიშვილი გავუძღვებით.

რაც შეეხება  „ქეთი და კოტეს“, რაზეა ეს სერიალი და ხომ არ გაგიჭრდა როლის მორგება?

ახალგაზრდული, გასართობი სერიალია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე, რომელითაც მაყურებელი ნამდვილად სიამოვნებას მიიღებს. რაც შეეხება როლის მორგებას, მსახიობი ვარ და ყველანაირი როლის მორგება ჩემი ვალდებულებაა, შეიძლება ითქვას, რომ როლში შესვლა ნამდვიალდ არ გამჭირვებია.

კომენტარი