იღლიის მსუნავი და 5 ყველაზე უცნაური სამსახური

იღლიის მსუნავი - როდესაც მივდივართ სუპერმარკეტში “დეოდორანტის” საყიდლად, ჩვენ ვიხიბლებით მრავალფეროვანი შეფუთვებით და კარგი სუნით, მაგრამ, სანამ ეს “დეზადორი” ჩვენს თაროზე მოხვდება, ზოგიერთს სჭირდება დარწმუნდეს ისინი (დეზადორები) ნამდვილად მოქმედებენ თუ არა. ამ სამუშაოს იღლიის მსუნავი ჰქვია და მათი სამუშაოა, რომ „გისუნონ“ იღლიაში მთელი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდნენ, რონ „დეზადორანტი“ რომელსაც თქვენ იყენებთ ეფექტურია.

წიწილების სექსოლოგი - წიწილების სექსოლოგის საქმედ ითვლება, პატარა წიწილის სქესის განსაზღვრა მის გამოიჩეკვამდე. ეს სამუშაო საჭიროებს ნაზ ხელს (ისე, რომ არ დააზიანოს სასქესო ორგანო), კარგი თვალი (რათა განსაზვროს, პენისი საჭირო ადგილზეა თუ არა) და ასევე იმაზე ფიქრი, რომ ეს სამუშაო გექნება  მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და შენი ცხოვრება წიწილების სასქესო ორგანოების ყურებაში გავა. ამ სამუშაოს, კარგი ანაზღაურების მიუხედავად ბევრი არ თანხმდება,.

ავეჯის გამძლეობის განმსაზღვრელები (ტესტერები) - შემდეგში როდესაც  ახალ საწოლს ან დივანს იყიდით, იფიქრეთ ადამიანებზე რომელთა საქმეა გასინჯონ ავეჯის გამძლეობა. ისინი სხედან, ხტუნაობენ და წვანან მასზე საათობით, რათა გამოთვალონ ავეჯის კომფორტის დონე. სამწუხაროდ, ავეჯის დიზაინი არ არის მეცნიერულად გათვლილი, ასე რომ ზოგიერთს სჭირდება დარწმუნდეს ავეჯის გამძლეობასა და კომფორტულობაში. ეს საქმე, ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან კომფორტულობა ხომ სუბიექტური აზრია.

ფერმის მასტურბატორი - მათი სამუშაოა მასტურბაცია განაცდევინოს ფერმის ცხოველებს ხელოვნური განაყოფიერებისთვის. მომუშავეებს ძირითადად ორი ხერხი აქვთ. პირველი ელექტრონული მასტურბატორი, რომელიც გზავნის მცირე ელექტრო შოკებს მაღლა და დაბლა, რათა ”სტიმულაცია” განიცადოს ცხოველმა; მეორე ხერხი კი არის ძველებური გზა – თავისი ხელით.

ნარწყევის შემგროვებელი - ატრაქციონების სტუმართა ნაწილი, ხშირად განიცდის გულის რევას. ასე რომ ატრაქციონებზე ნარწყევი გროვდება და ის საჭიროებს გაწმენდას. ამიტომაც, შემდეგში როდესაც შენ შეგჯავრდება შენი სამსახური, იფიქრე ნარწყევის შემგროვებელზე და მიხვდები, რომ ცხოვრებაში ცოტათი მაინც გაგიმართლა.

კომენტარი