სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროგნოზირებენ. მაღალმთიან რეგიონებში ნალექიანი ამინდები გაგრძელდება თოვლის სახით, ხოლო ბარში წვიმაა მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდები დედაქალაქშიც შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები თბილისში ტემპერატურის ვარდნას, თოვლსა და ყინვას ვარაუდობენ.

კომენტარი