სექსი ჰოლივუდის ფილმებში: მითი და სინამდვილე

შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ ჰოლივუდის ფილმებში აღწერილი სექსის სცენები ნატურალურია. სინამდვილეში ასე არ არის: შესაძლოა, მეორე-მესამე რანგის მსახიობები კიდეც დასთანხმდნენ შიშველი სხეულის დემონსტრირებას, მაგრამ ვულგარულ სცენებში მონაწილეობაზე ცნობილი ვარსკვლავების დათანხმება საკმაოდ ძნელი საქმეა.

ასე რომ, სექსი ჰოლივუდის ფილმებში ხშირად აბსოლუტურად არარეალური და ხელოვნურია: არსებობს სპეციალური, სილიკონისგან დამზადებული სხეულის ნაწილები, რომლებსაც ასეთ სცენებში მონაწილე ჰოლივუდელები ტანზე იმაგრებენ და "თავდავიწყების მორევშიც" თამამად ეშვებიან, თუმცა, რასაკვირველია, გამონაკლისებიც არსებობს.

ასე მაგალითად, როცა მაიკლ დუგლასთან სექსუალური სცენის გადაღების წინ შერონ სტოუნს სპეცსაკრავები მიუტანეს, მან წამოიყვირა: "ეს ხომ ძალიან არაბუნებრივად გამოჩნდება" - და მაშინვე თქვა უარი მათ გამოყენებაზე, ხოლო ანჯელინა ჯოლისა და ანტონიო ბანდერასის მიერ სექსუალური სცენების გადაღების დროს ანტონიო ისე გაერთო, რომ გადაღებებზე მის ძვირფასი მეუღლე მელანი გრიფიტი სასწრაფოდ მოქანდა - ემანდ, ანტონიოს არაფერი შეეშალოსო.

სექსუალური კადრების მხრივ ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ცნობილი ფილმია "უკანასკნელი ტანგო პარიზში". როგორც მთავარი როლის შემსრულებელი მარლონ ბრანდო იხსენებს, ბერნარდო ბერტოლუჩიმ ის და მსახიობი მარია შნაიდერი აიძულა, რეალურად დაკავებულიყვნენ სექსით ფილმის გადაღების დროს. ეს ეპიზოდი ერთი დუბლით გადაიღეს, მისი დასრულების შემდეგ კი მარია საშინლად დამცირებულად გრძნობდა თავს და ტიროდა, ხოლო მარლონ ბრანდო ბერტოლუჩის ამის შემდეგ 20 წლის მანძილზე საერთოდ არ დაკონტაქტებია.

"როცა ფილმში ჩაცმული თამაშობ, ეს მხატვრული ფილმია, ხოლო როცა იხდი - დოკუმენტური. მე დოკუმენტური ფილმებით არ ვარ დაკავებული", - ამბობს ჯულია რობერტსი და ღეჟისორებთან დეტალურად, დაწვრილებით განიხილავს ყველა ეპიზოდს, სადაც ის შიშველი უნდა გამოჩნდეს.

არიან მსახიობებიც, რომლებსაც, უბრალოდ, მოტყუების ეშინიათ. ანუ, იმის, რომ ოპერატორები უჩუმრად მაინც გადაიღებენ მათი სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც, კონტრაქტის მიხედვით, კადრში არ უნდა მოხვდნენ. ასეთი "გაუგებრობის" თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, სანდრა ბალოკი და კამერონ დიასი მკერდზე შავ, გამჭვირველა ლენტებს, ე.წ. სკოჩებს იწებებენ, რომ კადრი გამოუსადეგარი აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოპერატორს მათ გადასაღებად ხელი წაუცდება.

კომენტარი