ნიკოლ კიდმანი: „ტომ კრუზთან სექსი იძულებითი იყო...“

ნიკოლ კიდმანმა ყოფილ ქმართან ერთობლივი გადაღებებისდროინდელი დეტალები გაიხსენა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს მსახიობი განსაკუთრებით გულახდილი გაცდა ჟურნალისტებთან. მანამდე მან მედიის წარმომადგენლებს უამბო, როგორი დაჯინებით ცდილობდა დაორსულებას და როგორ დიდხანს მკურნალობდა უშვილობას, ამ ჯერზე კი ყვითელ პრესასთან ცნობილი ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალებით“ ყოფილ მეუღლესთან ერთად მიმდინარე გადაღებები გაიხსენა. ვარსკვლავმა გული The Hollywood Reporter-ს გადაუშალა და პიკანტური დეტალები უამბო.

ამ გახმაურებული ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ ნიკოლი იხსენებს, რომ ფილმის რეჟისორს სტენლი კუბრიკს მასთან დიდი ხნის მუშაობა დასჭირდა, რათა იგი ტომ კრუზთან სექსუალური სცენების გადაღებაზე დაეყოლიებინა.

„საბოლოოდ, ჩვენ ძალიან ბევრი სექსუალური სცენა გადავიღეთ, ისეთებიც კი, რომლებიც ფილმის ფინალურ ვერსიაში არც მოხვდნენ“, - იხსენებს ნიკოლ კიდმანი. – „თავდაპირველად ძალიან მიჭირდა, ვყოფილიყავი სექსუალური ჩემსავე ქმართან, მაგრამ სტენლიმ მოახერხა, რომ გავხსნილიყავი. მას ხომ ორი გოგონა ჰყავს და მამობრივ სითბოსაც ვგრძნობდი, არადა, როგორც წესი, სტენლი კუბრიკი მსახიობების მიმართ სიმკაცრით გამორჩეული რეჟისორია.

ამის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ჩემი და ტომის დუეტი იმ ფილმში იდეალური იყო. რადგან ჩემი სექსი მასთან, გარკვეულწილად, იძულებითიც გახლდათ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ფილმის პერსონაჟებს ჩვენთან საერთო არაფერი ჰქონდათ“, - ამბობს ნიკოლ კიდმანი.

ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის დაშორების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ფილმის გადაღებები იქცა გაყრის მიზეზად, მაგრამ ნიკოლი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარი