სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი მაიკლ კლარკ დუნკანი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი მაიკლ კლარკ დუნკანი, რომელიც არაერთი უნიკალური როლით არის ცნობილი, გუშინ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმფარქტით გარდაიცვალა. მსახიობი 54 წლის იყო და აღნიშნული ინფორმაცია მისმა მეწყვილე ქალბატონმა გაავრცელა.

დუნკანმა შეუდარებლად შეასრულა კეთილი პატიმრის, ჯონ მაკოფის როლი ფილმში „The Green Mile”, შედეგად კი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. მან ბრუს უილისთან ერთად მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ფილმში „არმაგედონში“. კლარკმა და უილისმა ერთად კიდევ სამ ფილმში, „Breakfast of Champions”, “The whole Nine Yars” და „Sin City“ მიიღეს.

მსახიობის კარიერის შექმნამდე, დუნკანი პირად მცველად მუშაობდა. იგი დაქირავებული ჰყავდათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: უილ სმიტი, მარტინ ლოურენსი და ჯემი ფოქსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100