სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე უცნაური სექს-კანონები

შესაძლოა ქვემოთ მოყვანილი სექს-კანონების ათეული ბევრისთვის სიახლე, ან სულაც მოძველებული ისტორია იყოს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი კანონი არსებობს, რომელიც ინტიმურ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული და ამ ყოველივეზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

დიდი ბრიტანეთი - ამ ქვეყანაში ტურისტს განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება, რადგან დიდი ბრიტანეთი აქტიურად ზრუნავს საკუთარი მოქალაქის შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობისგან დასაცავად. თუ ტურისტი მამაკაცი სექსუალურ ურთიერთობას შესთავაზებს ახალგაცნობილ ინგლისელ ქალბატონს, მას შესაძლოა ჯარიმის სახით მინიმუმ 180 ფუნტის გადახდა მოუწიოს. აღნიშნული ქმედების უმაღლესი სასჯელი კი სამთვიანი პატიმრობა გახლავთ.

ამერიკის შეერთებული შტატები - ამ დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოს არც საკუთარი მოქალაქეების სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამორჩენია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. პარადოქსია, მაგრამ აშშ-ს რამდენიმე შტატში სექსუალური აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება იკრძალება. მაგალითად ვისკონსინის შტატში პრეზერვატივის შეძენა შეუძებელია, მისი შემოტანა სხვა შტატებიდან კი კონტრაბანდის გავრცელების ტოლფასია. კონექტიკუტსა და კალიფორნიაში კი პრეზერვატივების რეკლამირება იკრძალება. კანონდარღვევის შემხთხვევაში კი მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა უწევთ.

ირლანდია - ირლანდია არ კრძალავს, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს პრეზერვატივებზე. მისი გამოყენება მხოლოდ ტურისტს შეუძია, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთან სექსუალური ურთიერთობა აქვს. ირლანდია შობადობის ზრდაზე ზრუნავს, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით ვერცერთ რეკლამას ვერ შეხვდებით, რომელიც პრეზერვატივის დადებითობას „ღაღადებს“.

ჰავაი - ეგზოტიკური გარემო, ულამაზესი ქალბატონები, მზე, ზღვა და ულამაზესი სანაპიროები. ეს ყოველივე ტურისტებს ინტიმური თავგადასავლებისკენ უბიძგებს. თუმცა, აქ ყოველივე ისე მარტივად არ არის, როგორც გვგონია. თუ გაირკვა, რომ გოგონა 18 წლის არ არის და მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, იგი ძალიან სერიოზულად დაისჯება. და არა მხოლოდ ეს „დამნაშავე“, არამედ მისი მშობლებიც. მშობლებს სამი წლის მანძილზე მუშაობის უფლება ჩამოერთმევათ.

უნგრეთი - ამ ქვეყანაში სექსის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყოველივე სიბნელეში მოხდება. ამ ქვეყნის მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ჯარიმების გადახდა უწევთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ინტიმური ურთიერთობით საკუთარ საცხოვრებელ სახლში ანთებული შუქის ქვეშ დაკავდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არც სანთლების ანთებაა დავებული.

იტალია - იტალიის ნებისმიერ სანაპიროზე იკრძალება მამაკაცის სიშიშვლე. მაგალითად პალერმოში ქალბატონს შეუძლია სრულიად შიშველი დატკბეს მზით, მაგრამ ანალოგიურ ქმედებას მამაკაცი თუ გაიმეორებს მას საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. ქალაქ ტროპეას სანაპიროებზე კი სხვაგვარი კანონებია - აქ სიშიშვლე ეკრძალებათ სრული ფიგურის მქონე ქალბატონებს. სიშიშვლე მხოლოდ ულამაზესი ფიგურის მქონე ქალბატონებისთვისაა დასაშვები.

შვედეთი - ამ ქვეყანაში მოქალაქეებს ეკრძალებათ საკუთარი შიშველი ფიგურის სურათზე გამოსახვა, სექსუალური აქტისას გადაღებულ ფოტოებზე კი საუბარიც ზედმეტია. კანონდარღვევა რამდენიმე თვით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ისრაელი - ამ ქვეყნის მოქალაქეებს პორნოფილმების ყურება ეკრძალებათ. კანონდარღვევის შემთხვევაში მათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჩინეთი - ამ ქვეყანაში ადამიანს დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევენ რომ იგი შემოსილი ქალბატონის შიშველ ფეხებს ინტერესით ათვალიერებს.

ესტონეთი - ძალიან უცნაურია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს კანონია. ესტონელებს სექსუალური აქტის დროს ჭადრაკის თამაში ეკრძალებათ. თუ რამ განაპირობა მსგავსი კანონის შემოღება უცნობია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100