სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა შეიკი ქსენია სობჩაკს ჩაანაცვლებს

კრიშტიანუ რონალდუს რჩეული, ირინა შეიკი ქსენია სობჩაკს ჩაანაცვლებს. შეიკი რეალითი შოუს „ტოპ-მოდელი რუსულად“ მეოთხე სეზონს წაიყვანს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამაზმანს კონკურენციას ნატალია ვოდიანოვა უწევდა, მაგრამ გადაცემის პროდუსერებმა უპირატესობა შეიკს მიანიჭეს.

ამ დროისათვის თავად ირინა აღნიშნულ ვითარებაზე არავითარ კომენტარს არ აკთებს. როგორც ცნობილია, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე გარკვული დეტალებია გასარკვევი.

შეგახსენებთ, რომ შეიკის ნამდვილი გვარი შაიჰლისამოვა გახლავთ. იგი ჩელიაბინსკის რაიონში, ქალაქ ემანჟელისკში დაიბადა. მან პოპულარობა „სუპერმოდელი-2004“-ში გამარჯვებით მოიპოვა. ამ დროისათვის ეს უკანასკნელი მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება. იგი მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს რჩეულიც გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100