საკითხავი მამაკაცებისათვის – რაზე ამახვილებენ ყურადღებას პირველი შეხვედრისას ქალები...

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალები ალოგიკური და არაპროგნოზირებადი არსებები არიან – ვერასდროს გაიგებ, რა უნდათ. კითხვას „რა სურთ ქალებს?“ მამაკაცები ასწლეულების განმავლობაში სვამენ, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

მაშ ასე, რაზე ამახვილებენ ქალები პირველ რიგში ყურადღებას? რა უქმნით კარგ შთაბეჭდილებებს? როგორც ცნობილია, ქალებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება. ნაცნობობის პირველ 30 წამში თუ ვერ მოასწარით სუსტი სქესის წარმომადგენლის მოხიბვლა, შემდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც მას სჭირდება.

როდესაც საქმე მამაკაცებს ეხება, ქალები ყველაზე პატარა დეტალებსაც კი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ:

თავდაჯერებულობა

ქალს გვერდზე თავდაჯერებული და არა თავხედი მამაკაცი უნდა. ძალის დემონსტრირება და საკუთარი თავის რწმენა ქალებს იზიდავთ – ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ იცით რა გინდათ და შეგწევთ ძალა მიიღოთ სასურველი. თავდაჯერებულობა მეტყველებს იმაზეც, რომ საკუთარ ცხოვრებას აკონტროლებთ.

ჯენტლმენური ქცევა და კარგი მანერები

ქალი, უცნობ მამაკაცთან შეხვედრისას, აუცილებლად ამჩნევს მის ქცევებსა და მანერებს. ამ ყველაფერს თუ თან ერთვის გულწრფელი ღიმილი და მეგობრული დისტანცია, ჩათვალეთ, მისი გულისკენ გზა ხსნილი გაქვთ. კარგი მანერები მხოლოდ ინტერესს კი არა პატივისცემასაც იწვევს.

ჩაცმის სტილი

ქალბატონები ჯერ მამაკაცის ჩაცმულობას აკვირდებიან და შემდეგ გამოაქვთ ვერდიქტი – ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის წამოწყება. მოუწესრიგებელი, ბინძური, გაცვეთილი, მოდიდან გადასული ტანისამოსი – მაქსიმალური რისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს მეგობრობაა. თუმცა, არ ნიშნავს, რომ თუ Hugo Boss–ის უკანასკნელ მოდელს ატარებთ, წარმატებას მიაღწევთ. საქმე ფასში და ბრენდში არ არის. უბრალოდ, ცუდი ტანისამოსი, იმის ნიშანია, რომ გარეგნობას ყურადღებას არ აქცევთ და თქვენთვის სულერთია როგორ გამოიყურებით.

მოვლილი ხელები

მამაკაცების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელების მოვლა „ქალურია“. არ იყენებენ დამცავ კრემებს, მანიკურზე საუბარი ხომ ზედმეტია! გახსოვდეთ, გაცნობისას ქალბატონები სხეულის ამ ნაწილს დიდ ყურადღებას აქცევენ.

სპორტული აღნაგობა

მართალია ქალები უარყოფენ, მაგრამ სპორტულსა და ნავარჯიშებ სხეულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მამაკაცი, რომელიც ჯანმრთელობაზე და სხეულზე ზრუნავს, ქალის თვალში შეუდარებელია. ნუ იდარდებთ თუ ვინ დიზელს არ ჰგავხართ – სიმაღლე და კუნთები დიდ როლს არ თამაშობენ.

იმისათვის, რომ ქალის ყურადღება დაიმსახუროთ, აუცილებელი არაა რამდენიმე ნულით დაბოლებული საბანკო ანგარიში, ან მოდელის გარეგნობა გქონდეთ. მთავარია, უვლიდეთ და უფრთხილდებოდეთ საკუთარ თავს, ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში.

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=14464

კომენტარი