ნატალი პორტმანი გათხოვდა

შაბათს მსახიობი ცოლად გაჰყვა ქორეოგრაფ ბენჟამენ მილპეს. ქორწინების ცერემონიალი ებრაული ტრადიციების მიხედვით კალიფორნიაში გაიმართა. ღონისძიებას წყვილის მეგობრები ესწრებოდნენ. 31 წლის ნატალი ბენჟამენს 2009 წლიდან ხვდება. ერთმანეთი „შავი გედის“ გადაღებებზე გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ პორტმანმა განაცხადა, რომ დანიშნულია და ბავშვს ელოდება. წყვილის ვაჟი 2011 წლის ივნისში დაიბადა. ნატალი და ბენჟამენი საზოგადოებაში ერთად „ოსკარის“ ცერემონიალზე გამოჩნდნენ. ამ ფაქტმა მითქმა–მოთქმა გამოიწვია, თითქოს წყვილი ჩუმად დაქორწინდა. თუმცა, როგორც ჟურნალი US Weekly იუწყება ვარსკვლავები გასულ შაბათს დაქორწინდნენ.

კომენტარი