სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადონას მეზობლებმა უჩივლეს

მიუხედავად იმისა, რომ მადონა უკვე 53 წლისაა, მოზარდივით იქცევა. ცოტა ხნის წინ, მეზობლებმა, რომელთაც ხმამღალი მუსიკა უფრთხობდათ ძილს, ვარსკვლავის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს.
ლონდონის ჰაიდ-პარკში გამოსვლის შემდეგ ვარსკვლავმა სახლში, მეიფერის რაიონში, დიდი წვეულება გამართა. სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯორჯ მაიკლი და სტელა მაკარტნი. გართობა გვიანობამდე გაგრძელდა, რამაც მეზობლების გაღიზიანება გამოიწვია.
„უკვე ღამის სამი საათი იყო, ისევ ბაღში ხმაურობდნენ, ვერ დავიძინე“ - უცხადებს გაზეთ Daily Mail-ს ვარსკვლავის მეზობელი. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას სარჩელით მიმართა.
„როდესაც ოფიცრები მივიდნენ, მუსიკისა და ყვირილის ხმა გაიგეს. მათ დიასახლისს მუსიკის ხმის დაწევა სთხოვეს, რაც მომღერალმა სეასრულა“ - აცხადებს ვესტმინსტერის საბჭოს წარმომადგენელი. სწორედ ამ ორგანოს მიმართეს ხმაურით შეწუხებულმა მეზობლებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100