სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტომ კრუზი ყველაზე გავლენიან მსახიობად აღიარეს

ყველაზე გავლენიანი მსახიობების რეიტინგის ლიდერი ტომ კრუზი გახდა.

კრიტერიუმები კი რომელთა მიხედვითაც აღნიშნული რეიტინგი შეადგინა გამომცემლობა Forbes-მა შემდეგია: თანხა, რომელიც მსახიობმა გამოიმუშავა, იმ ფილმების ბიუჯეტები, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო და აქტუალობის ხარისხი.

ტომ კრუზი, კი რომელსაც უკვე მივიწყებულადაც კი თვლიდნენ, რეიტინგის ლიდერად იქცა. 49 წლის მსახიობი ყველაზე გავლენიან ვარსკვლავთა სიაში 2005 წლიდან აღარ მოხვედრილა.

დიდება მას ფილმმა „შეუსრულებელი მისია 4“ დაუბრუნა. ფილმის საბოლოო ბიუჯეტმა 700 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ტომმა კი ამ ფილმზე მუშაობისას 75 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

ყველაზე გავლენიანი მსახიობების ათეულში მოხვდნენ: ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯონი დეპი, ადამ სენდლერი, უილ სმიტი, ტომ ჰენქსი, ტეილორ ლოტნერი, დუეინ ჯონსონი და ბენ სტილერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100