სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯგუფი No Doubt ბრუნდება

No Doubt–ს თაყვანისმცემლებისათვის სასიხარულო სიახლე აქვს – მუსიკოსები სცენაზე ბრუნდებიან. ჯგუფი, რომლის უცვლელი სოლისტი გვენ სტეფანია, მსმენელის წინაშე რამდენიმე თვეში წარსდგება.

No Doubt ახალ სიმღერას Teen Choice Awards–ის ღონისძიებაზე, 22 ივლისს წარადგენს. კომპოზიციის სახელწოდება, ჯერჯერობით, უცნობია.

„ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდება, ბოლოსდაბოლოს გავალთ სცენაზე და ახალ სიმღერას ვიმღერებთ“ – ამბობს გვენ სტეფანი.

No Doubt –ის ბოლო ალბომის გამოსვლიდან, თითქმის, 11 წელი გავიდა. ჯგუფის სამომავლო გეგმებში ახალი ალბომის გამოშვებაც შედის.

„დიდი მადლობა 25 წლიანი მხარდაჭერისათვის, ვამაყობთ ახალი ალბომით, ვიმედოვნებთ, თქვენც მოგეწონებათ“ – მიმართავენ გულშემატკივრებს ჯგუფის წევრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100