რატომ ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას სამოქალაქო ქორწინებას?

თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი უჭერს მხარს კანონიერ ქორწინებას. დროთა განმავლობაში ოჯახური ღირებულებები უკანა ფლანგზე ინაცვლებს.

ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი უარს ამბობს კანონიერ თანაცხოვრებაზე და თანხმდება ერთჭერქვეშ ყოველგვარი ოფიციალური ცერემონიალების გარეშე ცხოვრებას.

ევროპელმა სოციოლოგებმა კი დაადგინეს, რომ აღნიშნულ სიტუაციას განსაკუთრებით აქტიურად მამაკაცები უჭერენ მხარს. სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლები გამოთქვამენ ინიციატივას სამოქალაქო ქორწინების შესახებ.

ყველაფერთან ერთად, აუცილებელია ითქვას, რომ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მამაკაცები, მეორე ნახევართან წინასწარ ათანხმებენ თავისუფალი ინტიმური ურთიერთობების შესახებ გარკვეულ პირობებს. ხშირ შემთხვევაში მათ არ სურთ მხოლოდ ერთ ქალბატონზე იყვნენ დამოკიდებულნი.

გამოკითხვების შედეგად კი გაირკვა, რომ მამაკაცების მესამედი თვლის, რომ მათ თანაცხოვრების პირობები სწორედ ქალბატონმა უნდა წამოუყენოს. მაგალითად ბრიტანელ მამაკაცებს ქალბატონისთვის ხელის თხოვნის სცხვენიათ, ამიტომ პირველ ნაბიჯებს ყოველთვის სუსტი სქესის წარმომადგენლისგან ელიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ თანამედროვე მამაკაცებს არ სიამოვნებთ ოჯახთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებების აღება, სწორედ ამიტომ ისინი ქალისა და მამაკაცის სრულ თანასწორობას უჭერენ მხარს და ხშირ შემთხვევაში ოჯახის მართვას ქალბატონს აბარებენ.

კომენტარი