სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახით ბალიშისაკენ

ესპანელი სექსოლოგი ამტკიცებს, რომ ადამიანების სექსუალური დარღვევების 40 პროცენტს, ძილის დროს სხეულის არასწორი პოზა იწვევს.

ექსპერტების განმარტებით, სექსუალურ სიჯანსაღეზე უარყოფითად ორი პოზა მოქმედებს – ძილი მუცელსა და მაღალ ბალიშზე.

პირველ შემთხვევაში, შინაგანი ორგანოები მთელი სხეულის წონის ქვეშ ექცევიან. მუცელზე წოლა გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებასაც უშლის ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პოტენციაზე უარყოფითად აისახება. წოლის ამგვარ პოზას თავისი „ესთეტიკური ფაქტორი“ აქვს – სახის კანი ღიზიანდება და ნაოჭები ადრეულ ასაკში ჩნდება.

მეორე არასასურველი პოზა – ძილი მაღალ ბალიშზე. ამ დროს, ტვინს საკმარისი სისხლი არ მიეწოდება და ჰიპოფიზს ჰორმონების გამომუშავება უჭირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100