სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის სისხლში კოკაინისა და მარიხუანას კვალი აღმოჩნდა

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დეტალებზე ამერიკულ მედიაში ახალი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა: ერთ-ერთი ვერსიით, უიტნის სისხლში კოკაინისა და მარიხუანას კვალია აღმოჩენილი. ამავე დროს, ჰიუსტონის ნომერში კოკაინის ფხვნილიცაა ნაპოვნი. ახლა უკვე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ გულის უკმარისობა გამხდარიყო. დასავლური გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებაც გახდეს საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100