სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წელს „ოსკარით“ ყველაზე მეტად განებივრებული ფილმი „არტისტი“ გახდა

„ოსკარის“ წლევანდელ ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმად მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი ”არტისტი” დასახელდა. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჟან დუჟარდენმა მიიღო.

ცერემონიალის დასრულებისთანავე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რეჟისორს წარმატება „ტვიტერის“ საშუალებით მიულოცა.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ცერემონიალზე მერილ სტრიპი აღიარეს ფილმში „რკინის ლედი“ შესრულებული როლისთვის. საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო გორა ვერბინსკის „რანგომ“ მიიღო, ხოლო საუკეთესო უცხოურ ფილმად ირანელი რეჟისორის აშგარ ფარჰადის „გაყრა“ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჟან დუჟარდენმა ლოს–ანჟელესში "ოქროს გლობუსიც" მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100