სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ასათიანის პირველი კომენტარი "ტვ პირველი"-ის დატოვების შესახებ - რას გეგმავს ტელეწამყვანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ადასტურებს, რომ ტვ პირველი დატოვა.

"ვადასტურებ, რომ "ტვ პირველი" მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო "პროფილის" გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება!

უდიდესი მადლობა "ტვ პირველის" გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასოდეს დამავიწყდება. "ტვ პირველში" ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი.

უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა... ხდება ხოლმე", – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მაია ასათიანი აღნიშნავს, რომ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, დასვენებას აპირებს.

"უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია. 30 წელია ვმუშაობ გაუჩერებლად. ამოსუნთქვას ვაპირებ", - წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100