სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედია პროდიუსერ მაია ყიფიანის ოჯახში - ავარიას, მოდელ ლიკა უთმელიძის მეუღლე ემსხვერპლა

მუსიკალური პროდიუსერის მაია ყიფიანის ოჯახში წუხელ ტრაგედია დატრიალდა. მისი ერთადერთი ვაჟი, 39 წლის ლადო ზეინკლიშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 18 აგვისტოს, ქსანთან მოხდა. ლადო მეგობართან ერთად მგზავრობდა. საჭეს თავად ზეინკლიშვილი მართავდა

“დიდი სიჩქარით მოდიოდა, თურმე. ლადო იჯდა საჭესთან. გზიდან გადავარდნილა, საჭე ვერ დაუმორჩილებია. ვიღაც ექიმი შესწრებია ავარიას. მაშინვე მივარდნილა დასახმარებლად, მაგრამ ორივე ადგილზე დაღუპულა” – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

ლადო თბილისის “დინამოს” ფეხბურთელის, ჯემალ ზეინკლიშვილის შვილიშვილი გახლდათ. (გუნდთან ერთად 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. დასახელებული იყო 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.)

ლადოს მეუღლე ყოფილი მოდელი, ლიკა უთმელიძეა, წყვილს ორი ვაჟი ჰყავს…

ლადო, ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობარი იყო, ტელეწამყვანმა დღეს აღნიშნული ფოტო ინსტაგრამზე დაპოსტა წარწერით:

"ახლა მაინც დავდებ შენს ფოტოს, სიცოცხლის მოყვარულო ბიჭო".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100