სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯოჯოხეთი იყო რაც ვნახე, ქუჩაში ბავშვებს, ქალებს მისდევდნენ... მე რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, ამის გამო ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? - რუსკა მაყაშვილი

"რაც გუშინ ვნახე იყო ჯოჯოხეთი და სრული სიგიჟე, სრული დაუცველობის განცდა მქონდა" - ასე ეხმაურება ფორმულას გადაცემა კომენტარში მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას.

მსახიობმა სატელევიზიო ეთერით საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს.

"სრული დაუცველობის შეგრძნება მქონდა გუშინ. გუშინ ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ ყველანი, ეს იყო რაღაც სიგიჟე, ქუჩაში ბავშვებს, ქალებს მისდევდნენ... მე რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, ამის გამო ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. რაც ვნახეთ, ნამდვილად მქონდა დაუცველობის შეგრძნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100