ექიმები გაოცებულები არიან... - ხათუნა ჟორდანია სტამბულიდან ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ხათუნა ჟორდანია ოჯახთან ერთად სტამბულშია. სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამავე დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აწვდის ახლობლებს.

თურქეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ “აჯიბადემში” ანალიზების შესამოწმებლად ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის მეტასტაზები გამქრალია. თურქი მედიკოსები, რომლებიც ჟორდანიას ისტორიას გულდასმით გაეცნენ, გაოცებულები დარჩნენ. მეოთხე სტადიის სიმსივნე ფილტვში მხოლოდ საწყის მდგომარეობაშია.

„გუშინ გავიკეთე დასხივება და რთული არაფერი ყოფილა. ძალიან ადვილი პროცედურაა და სასიხარულო ამბავი მაქვს კიდევ ის, რომ ექიმმა თავიდან თქვა, რომ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 დასხივება დაგჭირდებაო. მე თავად ვნახავ როგორ წავა ეს დასხივების პროცესი და ამის მიხედვით გეტყვიო.


რომ გამოვედი მითხრა, რომ სამზე მეტი არ დამჭირდება. ეს ძალიან კარგია, ანუ ჩემი ავადმყოფობა ამ დასხივებას ემორჩილება“, – ამბობს ჟორდანია ვიდეოჩართვისას.

კომენტარი