სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალ, კარიერაში ყველაზე სკანდალურ კლიპში დედიშობილა ლედი გაგა სიგიჟეებს სჩადის (ვიდეო)

მომღერლის ახალი, 16-წუთიანი კლიპი, როგორც თავად ლედი გაგა ჯერ კიდევ ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე ამბობდა, მის კარიერაში ყველაზე სკანდალური იქნება:

ამ კლიპში ვარსკვლავი სრულიად დედიშობილა უკრავს აბაზანაში ფორტეპიანოზე, სანსლავს და იფურთხება შვრიის ფანტელს, ნივთებს ჰყრის ფანჯრიდან, ფორტეპიანოზე დაკვრას მკერდითაც ცდილობს და ბოლოს „ბაბოს“ ნიფხავში გამოწყობილიც გვეცხადება.

„ვინც ნახავს, ყველა კარგად გაერთობა“, ამბობს ლედი გაგა. სკანდალური კლიპი ლედი გაგას სიმღერაზე «Marry The Night» გახლავთ შექმნილი და მისი ოფიციალური ვიდეო „იუთუბზე“ 2 დეკემბერს აიტვირთა. როგორც ჩანს, ბევრი მართლაც კარგად გაერთო, რადგან კლიპი უკვე 12 მილიონ 100 ათასზე მეტჯერაა ნანახი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100