სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმი, რომელიც ერთი გმირის ისტორიით თბილისის დრაგ სცენის შესახებ გვიყვება - გახსოვთ სკანდალური მათე ხიდაშელი და გაინტერესებთ რა როლი აქვს ამ ფილმში?

გახსოვთ სკანდალური და ძალიან საყვარელი მათე ხიდაშელი? სწორედ ის გახლავთ მთავარი მოქმედი გმირი ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც ნამდვილად სკანდალურია.


დრაგ კულტურის ესთეტიკა, მისი შინაარსობრივი მხარე თანამედროვე მედიისათვის და კინოხელოვნებისათვის მიმზიდველი და საინტერესო თემაა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი, განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, რამდენადაც ნამუშევარი თბილისზე ორიენტირდება.

ფილმი თბილისის დრაგ სცენაზე საინტერესო შინაარსობრივი და ვიზუალური ფორმით უყვება მაყურებელს. რამდენიმე დღის წინ, გამოცემა DAZED-მა ფილმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

ფილმი Comfort Zone, როგორც პროექტი მნიშვნელოვან მესიჯებს ატარებს – ის გვიყვება შელის გამძლეობაზე საზოგადოების პირისპირ – საზოგადოებაზე, რომელიც არ იღებს მის იდენტობას, მის პიროვნებას. მეთ შელის მაგალითით, ფილმის მთავარი გმირის პირადი ისტორიის გავლით, ნამუშევარი თბილისის დრაგ კულტურის რეალობასაც აღწერს.




წყარო : Fashionholics

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100