სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბევრი მტერი და მოკეთე შეგხვდება გზაზე... გარჩევას მოგვიანებით ისწავლი როცა ბევრჯერ შეგეშლება!" - ნახეთ, რას წერს ხატია სიჭინავა

ნახეთ, რას წერს საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ხატია სიჭინავა:


"ჰოროსკოპებზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვერძის სიჯიუტე და რქებით ცხოვრების გატანა სასურველი მიზნისკენ , უდაოდ მაქვს. ბევრჯერ დამიწყია ნულიდან, ბევრჯერ წავქცეულვარ და ბევრჯერ მტკენია, მაგრამ მიწაზე მუშტების დაჭერით წამოვმდგარვარ და მაინც გამიგრძელებია გზა. ის რაც დღეს პრობლემად გვეჩვენება, ხვალ ჩვენი სიძლიერე ხდება. ცხოვრება მჭედელია ძლიერი ადამიანების. ყველა განსაცდელს ღირსეულად უნდა გაუძლო და გახსოვდეს, რომ ყველა წაქცევა გაკვეთილია. იყვირე, იტირე, გამოხატე ემოცია და ადექი ! ეს შენი გზაა ! ბევრი მტერი და მოკეთე შეგხვდება გზაზე. გარჩევას მოგვიანებით ისწავლი. როცა ბევრჯერ შეგეშლება. შეცდომები მოსულა. არ შეგეშინდეთ. იცოდეთ, რომ იქ გზის ბოლოს, თქვენი წარმატება დევს, რომელიც თქვენ გელოდებათ. იყავით ძლიერები და იგრძენით , რომ არასდროს არ ხართ მარტო ! გქონდეთ საკუთარი თავის იმედი!" - წერს სიჭინავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100