82 წლის საბავშვო სიმღერების ავტორი მექისემ აბანოში სტუდენტ გოგონასთან გადაიღო (+ფოტო)

„ექსპრეს გაზეტამ“ გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც სარედაქციო წინასიტყვაობაში იყო ნათქვამი, ფოტოები რედაქციაში მოსკოვის ერთ-ერთი ფინური აბანოს მექისემ მიიტანა და მასზე აღბეჭდილი იყო ცნობილი რუსი საბავშვო კომპოზიტორი, 82 წლის ვლადიმირ შაინსკი, რომელიც ისეთი ცნობილი რუსული სიმღერების ავტორია, როგორებიცაა «Кузнечик» და «Голубой вагон».

ფოტოებზე იგი შიშველი და ნახევრადშიშველია აღბეჭდილი, გვერდს კი ასეთსავე მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი გოგონა უმშვენებს. როგორც მექისემ განაცხადა, კომპოზიტორი მათი დაწესებულების მუდმივი კლიენტია და აბანოში მეგობრებთან ერთად დადის, თუმცა, როცა ბოლოს 20 წლის გოგონასთან ერთად ნახა, მექისემ ცდუნებას ვერ გაუძლო, ფარულად ფოტოები გადაიღო და „ექსპრეს გაზეტას“ დაუთმო, ალბათ, არცთუ უანგაროდ...

ამავე დროს, მექისეს უთქვამს, რომ ფოტოებს კომპრომატად არ მიიჩნევს: "თუკი მამაკაცი ამ ასაკში ქალით ინტერესდება და ქალი სრულწლოვანია, ვისი რა საქმეა?“ - მოჰყავს გაზეთს მისი სიტყვები, მერე კი გამოცემა მკითხველს სხვათა შორის შეახსენებს, რომ კომპოზიტორის მეუღლე მასზე 40 წლით უმცროსია და ფოტოების გადაღების დროს იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

კომენტარი