ჯორჯ მაიკლი ჰოსპიტალიზებულია

ცნობილი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის მსოფლიო ტურნე რამდენჯერმე მისი ავდმყოფობის გამო გადაიდო. ჯორჯ მაიკლს პნევმონია აქვს და სწორედ ამ დიაგნოზით მოხვდა იგი ვენის ერთ–ერთ ჰოსპიტალში.

ავსტრიის დედაქალაქში მისი კონცერტი 20 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ იგი დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო. ამავე მიზეზით ვერ შედგა ცნობილი ვარსკვლავის შოუები სტრასბურგსა და კარდიფში, ხოლო ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში“ დაგეგმილი კონცერტი მხოლოდ 2012 წლის მაისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის მსოფლიო ტურნე აგვისტოში დაიწყო და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა 48 წლის ჯორჯ მაიკლის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

კომენტარი

×