სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე დაიცვა ქეთა თოფურიას ბოიფრენდი თეონა კონტრიძემ

სოციალურ ქსელში, "ინსტაგრამზე", ორსულმა ქეთა თოფურიამ გამოაქყვეყნა ფოტო, სადაც ხალათიან ბოიფრენდთან და ოჯახის ახალ წევრთან, უსაყვარლეს ბიგლის ჯიშის ლეკვთან ერთად პოზირებს.
ფოტოზე ერთ-ერთმა გამომწერმაქეთას შეყვარებული ალფონსს შეადარა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. მოგვიანებით , ქეთამ კომენტარები წაშალა, თუმცა ეს მომღერალ თეონა კონტრიძისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ლევ დენგოვი სახალხოდ არ დაეცვა.
მომღერალმა, თეონა კონტრიძემ, მამაკაცს, რომელიც ლევს აკრიტიკებდა, შურიანი და სულელი უწოდა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება კაცი მხოლოდ იმიტომ შეადარო ალფონსს, რომ ის მასავით მახინჯი არაა.
„ჩემი მეგობრის და ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს, ქალს თუ კაცს“, – ასე უპასუხა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კონტრიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100