სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯორდანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე - საკმარისია! ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ!

მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველას ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე ვდგავარ მათთან, ვინც გმობს ჩვენს ქვეყანაში ასე ფესვგადგმულ რასიზმს და ძალადობს ფერადკანიან ადამიანებზე. უკვე საკმარისია!“-აღნიშნა ჯორდანმა.

მაიკლ ჯორდანი მოსახლეობას მოუწოდებს გაერთიანდნენ და აიძულონ ქვეყნის ხელმღძვანელობა შეცვალონ კანონები.

„ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“,-აღნიშნა ჯორდანმა.

შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ახალგაზრდა აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მოკვლამ გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100