სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავში 100-ჯერ მოარტყეს, მძიმე დაზიანებები მიიღო და მაინც ცეკვავს - ტონი ფერგიუსონის ვიდეო საავადმყოფოდან

წაგებული ბრძოლის შემდეგ ტონი ფერგიუსონს სასწრაფოდ კლინიკაში მოუწია წასვლა - მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

"ელ კუკუის" ბრძოლის დროს თავის არეში ზუსტად 100 დარტყმა მოხვდა და ამის მიუხედავად მან მაინც მოახერხა ხუთი რაუნდი ფეხზე დარჩენა. მარჯვენა თვალის ქვეშ ფერგიუსონს დიდი ჭრილობა ჰქონდა. ექიმების დასკვნით მას ე.წ. ორბიტალური ძვალი აქვს მოტეხილი.

უფრო უცნაური ის არის, რომ ფერგიუსონი მიღებული დარტყმების და ტრავმების მიუხედავად ბრძოლის შემდეგაც ბევრად უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი გვქონოდა.

კლინიკაში მისვლის შემდეგ მან ვიდეოც გამოაქვეყნა. ბრძოლების სამყაროში ფერგიუსონი ცნობილი იმით არის, რომ ტკივილის მიმართ არაადეკვატური გამძლეობა აქვს. მას ეს ერთხელ კიდევ დაამტკიცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100