სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა ყვითელმა პრესამ ქეთა თოფურიას ყველა დამალული რომანი ამოუქექა - ნახეთ, თურმე ვის აღარ ხვდებოდა მომღერალი

"ქეთი თოფურიას პირადი ცხოვრება: ჩვენი სცენის ყველაზე იდუმალი ვარსკვლავის ყველა მამაკაცი" - ასეთისათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი რუსული გამოცემა.

ქეთის პირველი საზოგადოებრივი რომანი იყო ურთიერთობები რუსეთის ნაკრების ცნობილ ფეხბურთელ დიმიტრი სიჩევთან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა და ამას საიდუმლოდ მალავდა, თუმცა 2007 წელს, ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს თავიანთი რომანის გამოაშკარავება. ეს იყო ვნებიანი, მაგრამ მოკლე რომანი და რომელმა რომელი მიატოვა ეს ჯერჯერობით უცნობია.


ორიოდე წლის შემდეგ, გავრცელდა ჭორები, რომ ქეთი ცნობილ მსახიობს და ტელეწამყვან იგორ ვერნიკს ხვდებოდა ფარულად. ქეთიმ ბოლოს ჟურნალისტების ზეწოლას ვერ გაუძლო და აღიარა გრძნობები ვერნიკის მიმართ. მაგრამ მომღერალმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეს პირადი თემაა და ის დეტალების გაზიარებას არ აპირებს. ვერნიკს კომენტარი არ გაუკეთებია. დროთა განმავლობაში კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


შემდეგ იყო ყველასათვის ნაცნობი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, რომელსაც თოფურია ცოლად გაჰყვა და მისგან უსაყვარლესი შვილიც გააჩინა.


ლევთან განქორწინების შემდეგ ხვდებოდა რუს რეპერს გუფის, რომელსაც სკანდალურად დაშორდა ახალგაზრდა გოგოსთან ღალატის გამო.


მომღერალი ამჟამად რუს დიპლომატს ლევ ძენგოვს ხვდება, მეტიც ქეთა უკვე მასთან გადავიდა საცხოვრებლად და ამბობენ, რომ წყვილი მალე დაქორწინებასაც აპირებს.



უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100