სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკოლადის კაბების კონკურსზე ერთ-ერთ მოდელს კაბა ჩამოეშალა (ვიდეო)

პოპულარული Salon du Chocolat კონკურსი, სადაც მთლიანი ტანსაცმელი შოკოლადისგანაა დამზადებული, კურიოზის გარეშე არ დასრულებულა: „26 წლის ტელეწამყვანმა კარინ ფერიმ ამ შოუზე იმაზე მეტი აჩვენა მაყურებელს, ვიდრე თავიდან გეგმავდა“, - დაიწერა პრესაში. საქმე ის გახლავთ, რომ პოდიუმზე გამოსვლის დროს კარინის კაბამ ნატეხებად დაშლა დაიწყო და მაყურებლის თვალწინ მთლიანად ჩამოიშალა. ნამსხვრევებად ქცეული კაბის გამო მოდელი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ არ დაბნეულა. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფებთან ერთად კურიოზი ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს და შესაბამისი ვიდეო გავრცელდა კიდეც.

ამ შოუზე ყოფილი მის საფრანგეთი გლადიატორის შოკოლადის კოსტუმით წარსდგა, ხოლო ერთ-ერთ გამომსვლელს, პორნოვარსკვლავ კლარა მორგანის შოკოლადი მხოლოდ მკერდს უფარავდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100