"ჩემი სიტყვები ვერ აღწერს, თუ როგორ ვგრძნობ თავს კობის ტრაგიკული დაკარგვის გამო...ეს ჩემთვის ძალიან რთულია" - დევიდ ბექჰემი მეგობარს ემშვიდობება

კობი ბრაიანტის გარდაცვალების შესახებ სევდიან პოსტს აქვეყნებს ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი:

"საათები დამჭირდა იმის გასააზრებლად რა დავწერე და მაინც, ჩემი სიტყვები არ იქნება საკმარისი იმის აღწერაში, თუ როგორ ვგრძნობ თავს კობის ტრაგიკული დაკარგვის შემდეგ.

ის იყო განსაკუთრებული სპორტსმენი, ქმარი, მამა და მეგობარი. ამ სიტყვების წერა საკმაოდ რთულია, მაგრამ იმის ცოდნაც კი, რომ ჩვენ დავკარგეთ საოცარი ადამიანი და მისი ლამაზი და ნიჭიერი ქალიშვილი ჯიანა ბევრად უფრო რთულია.

ერთგულება, რომელიც კობმა სპორტს აჩვენა დასაფასებელია. ის ბევრისთვის ინსპირაციის და შთაგონების წყარო იყო და მის შემხედვარეს მოგინდებოდა უკეთესი ყოფილიყავი.

ზოგჯერ თამაშებზე მივდიოდი, ბოლო 2:00 წუთზე საათს დავყურებდი და ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულის მოწმენი გავხდებოდით. მას სულ შეეძლო საოცრებების მოხდენა.

კობი ყოველთვის ლაპარაკობდა ვანესასა და მის მშვენიერ გოგოებზე, იმაზე, თუ რამდენად ამაყობდა მათით. მისი გატაცება მისი ოჯახი და კალათბურთი იყო . მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მომავალი თაობის ბიჭები და გოგოები შთაგონებული ყოფილიყვნენ იმ სპორტით, რომელიც მას უყვარდა.

კობის მემკვიდრეობა მუდამ იცოცხლებს. ჩემი ოჯახის სიყვარული მის ოჯახს, ჩვენს ვილოცებთ ვანესასა და გოგოებზე და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებზევ, ვინც გუშინ კობისთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა". - წერს ბექჰემი.

კომენტარი