სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიშველი იოჰანსონის ფოტოების მომპარავ ჰაკერს 125-წლიანი პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 35 წლის ჰაკერი კრისტოფერ ჩეინი დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან მოახერხა, არაკანონიერი გზით "გაეტეხა" სკარლეტ იოჰანსონის მობილური და მისი შიშველი, მსახიობის მიერვე გადაღებული ფოტოები მოეპარა, რომლებსაც სკარლეტი, ყვითელი პრესის ცნობების თანახმად, ახალი შეყვარებულისთვის გასაგზავნად იღებდა. ჰაკერი მოპარვასაც არ დასჯერდა და ფოტოები ინტერნეტშიც გამოაქვეყნა: ერთ ფოტოზე იოჰანსონი საწოლზეა გაწოლილი და საკუთარ მკერდს იღებს, მეორეზე კი, სარკის წინ მდგარი, ორიგინალურ პოზაში აფიქსირებს საკუთარ ზურგსა და უკანალს...

როგორც გაირკვა, გფბ ჰაკერს უკვე წელიწადია ეძებს. მას ბრალი 25 პუნქტით წაუყენეს და, საბოლოო ჯამში, 125 წლით თავსუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილი გახდა ისიც, რომ კრისტოფერ ჩეინს სხვადასხვა დროს 50-დე ჰოლივუდელის პირად მოვაცემებში უკანონო შეღწევა, მათი უკანონო გამოყენება და უნებართვო გავრცელება ედება ბრალად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100