სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან მჭედლიძის მონატრებული სახლი "დინამო" და აურიდებელი, ზემდეტად პირადი კითხვები - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ 29 წლის თავდამსხმელთან

მართალია, „ემპოლში“ და „პალერმოში“ თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში, მაგრამ 13 წლიანი კარიერის შემდეგ ტიტულოვან თავდამსმელს თავისი პირადი სახლი - „დინამო“ მოენატრა და ამჟამად სამშობლოში აგრძელებს თამაშს.

29 წლის ფეხბურთელი ჩვენთან კარიერული გზის შესახებ საუბრობს და დრონი.ჯი-სთვის ჩვეულ ,„ცოტა ჭორიკანა“ კითხვებზეც არ უჭირს პასუხის გაცემა. ძნელია იპოვოთ ისეთი გულახდილი და ღია სპორტსმენი რესპოდენტი, როგორიც ლევან მჭედლიძეა, ამიტომ ინტერვიუც უშუალო და საინტერესო გამოვიდა.

ძალიან პირად კითხვებამდე იყო საუბრები ფეხბურთზე და ისევ ფეხბურთზე...

- ჩვენს მკითხველს შენი თავი უკეთ რომ გავაცნოთ, მოგვყევი ვინ არის ლევან მჭედლიძე?

- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სპორტსმენი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ცხოვრება, მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანია და შემდეგ სორტსმენი.

- საიდან დაიწყო შენი კარიერული გზა და როგორ მიხვედი იმ ლევან მჭედლიძემდე, რომელიც დღეს ხარ?

- გარემომ და ოჯახმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ... მამა "დინამოს" მეკარე იყო, ჩემი ძმა - სპორტსმენი. 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. ჩვენ დროს არ იყო ტელეფონი გასართობად, მაშინ მეტი ურთიერთობა და მეგობრობა იყო. ბიჭისთვის, პირველ რიგში, ფეხბურთი არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე მოხდა. ჩადიოდი ეზოში და თამაშობდი ფეხბურთს, სხვას არაფერს. თავიდან როგორც გართობას, ისე აღვიქვამდი, მაგრამ ასაკთან ერთად მეტი ინტერესი წამოვიდა და 13-14 წლის ვიყავი, როდესაც სერიოზულად შევხედე ამ ამბავს. მერე თექვსმეტწლამდელების ნაკრებში გამომიძახეს .

15 წლის ვიყავი, როდესაც იტალიაში წავედი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ჩემი ძმა ძალიან მეხმარებოდა. მან ტრავმის გამო თავი დაანება ფეხბურთს და ჩემში ჩადო მთელი მისი ძალა და ენერგია. ის, რისთვისაც უნდა მიეღწია ჩემს ძმას, ჩემს თავზე ავიღე, რადგან ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილვიყავი და აუცილებლად უნდა გამემართლებინა იმედები. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, აქამდე რომ მომეღწია, თუმცა, ვფიქრობ, მეტი შემეძლო.

- შენ ახალბედებისთვის კუმირი ხარ. რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომ შენსავით დიდ წარმატებას მიაღწიონ?

- რაღაცეებზე უარი უნდა თქვა, რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწიო. ვიტყოდი, რომ ფეხბურთელმა, პირველ რიგში, გართობაზე უნდა თქვას უარი. როდესაც ამ სფეროში ხარ, რაღაც უნდა დათმო რაღაცის მისაღწევად. ჩემი პრობლემა ბევრი ტრავმა იყო, მაგრამ აი, რაღაც კონკრეტული ღამის გართობა რომ მომეკლო, ავირიდებდი პატარ-პატარა პროლემებს (იცინის).

- რატომ "დინამო"?

- სიმართლე გითხრა, ბევრი არც მიფიქრია. მამაჩემი "დინამოს" ფეხბურთელი იყო და სწორედ აქ გახდა თასების თასების მფლობელი და ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ყველაზე ძლიერი კლუბია, შესაბამისად, ძალიან მარტივად გადავწყვიტე.

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- კი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიე ოჯახის, ქართველი მეგობრების და ზოგადად საქართველოს დამსახურებაა. მართალია, 15 წელი იტალიაში ვიცხოვრე და იქ უამრავი მეგობარი შევიძინე, იქაურობის მადლიერი ვარ და მიყვარს, მაგრამ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ვისაც ლევან მჭედლიძის ძალიან პირადი გაინტერესებდათ, ეს ნაწილი თქვენთვისაა.

ასაკი - 29

განათლება - არავითარი განათლება, უბრალოდ სპორტსმენი ვარ.

ჰობი - ჩოგბურთის თამაში, ასევე კალათბურთი.

საყვარელი საჭმელი - სპაგეტი.

რომელი კერძის მომზადება შეგიძლია - ძალიან ბევრის. მარტო ცხოვრებამ მასწავლა, მაგრამ ხორცთან ურთიერთობა უფრო მეტად მომწონს.

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - ჯიუტი, მშრომელი.

ფეხბურთი შენთვის არის ... - ცხოვრება.

ოჯახი შენთვის არის... - ყველაზე დიდი ძალა.

პირველი კოცნა - 15 წლის ვიყავი.

პირველი სიყვარული - 17 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მიყვარდა.

როგორ რეაგირებ ჭორებზე - დიდ მნიშველობას არ ვანიჭებ.

კაცის გულისკენ მიმავალი გზა გადის - ძალიან საინტერესო კითხვაა, ვერ გიპასუხებ, არ ვიცი რა გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს (იცინის).

სიყვარული თუ სექსი - რაღაც დოზით ორივე. სიყვარულის გარეშე სექსს მუღამი არ აქვს, არ არის იმდენად ხარისხიანი, როგორიც უნდა იყოს.

ბოლოს როდის გიყვარდა - დღეს.

იდეალური ქალი უნდა იყოს... - იდეალური ქალია ის, ვინც გვერდში გიდგას, ესმის შენი, შეუძლია დათმობა. როდესაც უსიტყვოდ გიგებს.

პლასტიკური ქირურგიით გალამაზებული ქალი შენთვის არის ...- არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის გამოსწორება უნდა საკუთარ ვიზუალში და ეს ჩემთვის აბსოლიტურად მისაღებია.

დაუვიწყარი სექსუალური თავგადასავალი - არ მახსოვს. ბევრი ყოფილა... აი ახალ წელს... (იცინის)

რა მესიჯს გაუგზავნიდი შენს თაყვანისმცემელს - კარგი გემოვნება აქვთ (იცინის)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100