სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობას ტოქსიკური უწოდა

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილი სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, გოგონამ ჯერ კიდევ ვერ დაივიწყა პირველი სიყვარული და დღემდე მას უძღვნის სიმღერებს. ამ ფაქტის გამო ფანები ფიქრობენ, რომ სელენას ისევ უყვარს ჯასტინი და მასთან დაბრუნება სურს.

სინამდვილეში, გომესი ბიბერთან ურთიერთობას ტოქსიკურად მიიჩნევს და არ აქვს სურვილი, რომ მისი მომდევნო სასიყვარულო ისტორია რაიმეთი მაინც ჰგავდეს წინას.

"როდესაც პირველ სიყვარულს ეხება საქმე და ზოგადად პირველზეა საუბარი, იქ ყოველთვის არსებობს ტოქსიკურობის მომენტი. გოგონებს უჩნდებათ დამოკიდებულება და ფიქრობენ, რომ ეს სიყვარულია. ის ვნება, ის მიჯაჭვულობა, მოთმენა და ბევრი რამის ატანა სინამდვილეში სიყვარული სუაც არაა. მეც ასე მეგონა დიდი ხნის განმავლობაში. ახლა მე ნამდვილი ურთიერთობა მჭირდება, რომელშიც არ იქნება მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, პრობლემები, ეგოისტობა. რაც უფრო იზრდები, მით მეტად ხვდები, ვინ შეგეფერება და ვინ - არა. ამის შემდეგ პოულობ ადამიანს, რომელიც ზუსტად იმ ტალღაზეა, რომელზეც შენ" - განაცხადა გომესმა.

შეგახსენებთ, რომ სელენა და ჯასტინი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდნენ და მაშინ ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ. 2011 წელს ოფიციალურად განაცხადეს თავიანთი ურთიერთობის შესახებ, ხოლო 2012 წელს დაშორების შესახებ ამცნეს საზოგადოებას. თუმცა, წყვილი 2017 წლამდე ისევ რიგდებოდა და შემდეგ ისევ შორდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100