შიშველმა პენსიონერმა ავტობუსის მგზავრები პანიკაში ჩააგდო

ვლადივოსტოკის მცხოვრებლები შოკში ჩააგდო ავტობუსის გაჩერებაზე გამოჩენილმა პენსიონერმა ქალმა. პენსიონერი, რომელიც, პირველი შთაბეჭდილების მიხედვით, სამოცს გადაცილებული ჩანდა, დედიშობილა იყო გამოსული ქუჩაში. ის მშვიდად დაელოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და როცა ის მოვიდა, სალონშიც მშვიდად მოკალათდა.

ქალის ჩამოყვანა ავტობუსიდან მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმებმა და ისიც, დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს. მანამდე კი გამოძახებული პოლიციელები ამაოდ ცდილობდნენ ქალის დაყოლიებას, ავტობუსიდან ჩამოსულიყო. სამართალდამცველებს ძალა არ უხმარიათ – ავტობუსი გააჩერეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

„მას ბანდაჟი ეცვა, მაგრამ ბიუსტჰალტერი არა. სადისპეტჩეროდან გამოვიდა, სანამ ავტობუსში ჩაჯდებოდა, ურნას ჩაეხუტა და მასთან ტანგოს ცეკვა დაიწყო, მერე კი ავტობუსში ავიდა. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ სანამ პოლიცია მოვიდოდა, ის ისევ სადისპეტჩეროში შებრუნდა და ბანდაჟიც გაიხადა. მთლიანად შიშველი გამოვიდა და ავტობუსში ჩაჯდა“, – ჰყვება თვითმხილველი.

შიდასაქალაქო ავტობუსი ერთ გაჩერებაზე მთელი ორი საათის განმავლობაში იდგა. ამ ხნის მანძილზე პოლიციელები და ექიმები რიგრიგობით ცდილობდნენ შიშველ პენსიონერთან მოლაპარაკებას და მის ჩამოტყუებას ავტობუსიდან, მაგრამ ამაოდ – ქალი უკანა სკამებზე იყო გაშხლართული და არაფრად აგდებდა სარკმელს მიმწყდარ თუ სალონში ასულ მოქალაქეთა მზერას.

ბოლოს კი სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლმა ქალს ზეწარი მოახვიეს და სალონიდან ძალით ჩამოიყვანეს. ნუდისტი პენსიონერი სასწრაფო დახმარების მანქანაში შეტენეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსაკვლევად წაიყვანეს.

კომენტარი