შორენა ბეგაშვილი ქმარი მიატოვა - მსახიობი განქორწინების მოწმობას აქვეყნებს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა. შორენამ სოციალურ ქსელში განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად აშუქებდა იმას, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.

მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.

თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

კომენტარი