სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დისნეიმ" გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ გარდაქმნეს ანჯელინა ჯოლი ბოროტ მალეფისენტად

17 ოქტომბერს იგეგმება "დისნეის" ახალი სურათის "მალეფისენტა - სიბნელის მბრძანებლის" პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი თამაშობს.

ეს ჯოლისთვის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამონათება იქნება. იმისათვის, რომ მოლოდინი კიდევ უფრო გაემძაფრებინა, "დისნეიმ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ანჯელინა მალეფისენტად გარდაქმნეს. რგოლი ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში.

ფილმის მეორე ნაწილში მოქმედება მიმდინარეობს პრინცესა ავრორას მოჯადოებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მაყურებელი ამ ნაწილში ნახავს დაპირისპირებას მალეფისენტისა და დედოფალ ინგრიდის შორის, რომელსაც მიშელ პფაიფერი თამაშობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100