სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტნი სპირსის მამამ მომღერლის მეურვეობაზე უარი განაცხადა

პოპ-ვარსკვლავის ბრიტნი სპირსის მამამ ჯეიმიმ მძიმე ავადმყოფობის გამომომღერლის მეურვეობაზე უარი განაცხადა.

როგორც გამოცემა People წერს, 67 წლის ჯეიმმა მეურვეობა ბრიტნის დამხმარე ქალს ჯოდი მონტგომერს გადააბარა. ახლა მხოლოდ მას შეუძლია ბრიტნის პირადი საკითხების მოგვარება და ასევე ექნება მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში დანიშნულ წამლებთან წვდომა. გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალს არაჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, ის საჭიროებს მეურვეს, რათა აწარმოოს გარკვეული კარიერული თუ პირადი საქმეები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმიმ მეურვეობაზე უარი თქვა, ის მაინც მიიღებს ხოლმე ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომას, რაც მის ქალიშვილს ეხება. მომღერლის ფანებმა უკვე განგაშის ზარი შემოჰკრეს, რადგან ცნობილია, რომ მონტგომერს ერთხელ უკვე ჰქონდა მეურვეობის უფლება მინიჭებული და მან ეს ბოროტად გამოიყენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100