სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიგის მერის მეუღლემ Playboy–სთვის გაიხადა

რიგის მერის ცოლმა, ნინა უშაკოვამ Playboy–ს ლატვიური ვერსიის სექტემბრის ნომრისთვის გაიხადა. ჟურნალი, რომლის გარეკანსაც ცნობილი პოლიტიკოსის შიშველი ცოლის ფოტოსურათები ამშვენებს, 7 სექტემბრიდან გამოვიდა გაყიდვაში.

გამოცემაში დაიბეჭდა სტატია „სექსუალური მის უშაკოვა“, რომელსაც რიგის მერის თანამეცხედრესთან ფოტოსესიაც ახლდა თან. უნდა აღინიშნოს, რომ Playboy–ს სტანდარტების გათვალისწინებით ეს ფოტოსესია საკმაოდ მოკრძალებული გამოვიდა.

უშაკოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოცემისთვის ეროტიკულ ფოტოსესიას მხოლოდ ერთი მიზნით დათანხმდა: რათა მერე შვილიშვილებს უჩვენოს, როგორ გამოიყურებოდა მათი ბებო.

ჟურნალის რედაქტორმა განაცხადა, რომ სტატია და ფოტოსესია არანაირად არაა დაკავშირებული პოლიტიკასთან და რომ რიგის მერის მეუღლე მხოლოდ იმ პრინციპით შეირჩა, რომ „იგი ლამაზი და მიმზიდველი ქალია“.

შეგახსენებთ, რომ უშაკოვა პირველი არ არის, ვინც ბალტიისპირეთის ქვეყნების ცნობილი სახეებიდან Playboy–სთვის გაიხადა. 2010 წელს ეს ესტონელმა პოლიტიკოსმა – ანა–მარია გალოიანმა გააკეთა. სხვათა შორის, ამ ფოტოსესიის შემდეგ Tse Sun - მა გალოიანი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100