"მიყვარხარ დე! შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით" - ასე ულოცავს მარიამ როინიშვილი უსაყვარლეს შვილს დაბადების დღეს

დღეს მსახიობ გიორგი მახარაძის და მომღერალ მარიამ როინიშვილის უსაყვარლესი ქალიშვილი ელენე მახარაძე იუბილარია. ასე ულოცავს მარიამი შვილს დაბადების დღეს:

"6 აგვისტო. დღე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება...
მგონია რომ რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა მას შემდეგ ჩემთან ხარ....არადა სულ რაღაც 9 წელია რაც მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ... 29 წლის მანძილზე ყველაზე კარგად და მკაფიოდ ბოლო 9 წელი მახსოვს...
მახსოვს,რადგან არ მიტოვებ წამს რომელიც ადამიანს შეიძლება არ დაამახსოვრდეს.....შენ ხარ ყველაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარი რაზეც შეიძლებოდა მხოლოდ მეოცნება....
შვილი, მეგობარი და ხანდახან დედაც ხარ...
საოცარი გოგო ხარ ელენე და მადლობა შენ ყოველი დღისთვის რომელსაც მე მჩუქნი....
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საოცარო გოგო, ყველაზე ბედნიერს მინდა გხედავდე! მიყვარხარ დე! შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ....
#birthdaygirl #happybirthday" - წერს მომღერალი.

კომენტარი