სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოური პრესა ანჯელინა ჯოლის მოსალოდნელ სიკვდილზე ალაპარაკდა

უცხოურ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი სიკვდილის პირას იმყოფება. "ჭამე, თორემ მოკვდები" - ამ სათაურით გამოქვეყნდა ერთ-ერთ ჟურნალში სტატია, რომელშიც ჯოლის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა აღწერილი.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ კოლუმბიაში მოგზაურობის დროს მსახიობმა გონება დაკარგა, თუმცა ექიმთან წასვლაზე უარი თქვა. ჟურნალმა NW Magazine სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მისი მკურნალი ექიმი დაჟინებით მოითხოვს ანჯელინასგან, მიიღოს საკვები, რადგან მსახიობი უკვე 34 დღეა საერთოდ არ ჭამს.

ჟურნალმა Gossip Cop სხვადასხვა წყაროებისგან გაარკვია, რომ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული სტატიები ყვითელი პრესის ჟურნალებში იწერება, სრულიად შესაძლებელია, რომ ზემოთ ხსენებული ჭორი სიმართლეს არ შეეფერებოდეს, თუმცა, ჯოლის არასტაბილური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული და ყველასათვის ცნობილი ფაქტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100